თვითმხილველის ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან ხის კოტეჯს გაუჩნდა.
მარიამ გერსამიას თქმით, ხის კონსტრუქცია მთლიანად დაიწვა. მან "რუსთავი2"-თან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ადგილზე სახანძრო 20 წუთში მოვიდა.
როგორც ირკვევა, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. სახანძრო სამაშველო-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა.