აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

© FB / modzraoba kvirike Kvirike.geხანძარი - არქივის ფოტო
ხანძარი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარმა, რომელიც საამქროს ტერიტორიაზე მოხდა ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქალაქ რუსთავში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия".

მედიის მონაცემებით ხანძარი გაჩნდა ჯიხურში, რომელიც ქვის გადასამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილზე იმყოფებოდა ორი სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც  ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახდინეს. მამაკაცის გვამი ხანძრის ლიკვიდაციის მერე აღმოაჩინეს. 

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი საკრებულოს სახურავზე: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

"ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონის 187-ე მუხლის საფუძველზე, რაც გაუფრთხილებლობის მიზეზით  ქონების განადგურებას, ან ზარალის მიყენებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე გამოიწვია.“-იტყობინება შსს-ს პრესცენტრი.

ხანძრის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.  


ყველა ახალი ამბავი
0