თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ასპინძაში ახალგაზრდა კაცმა ცოლი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია "Imedi".
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. 27 წლის ქალი ქმარმა ცივი იარაღით მოკლა.
ცოლის მკვლელობის შემდეგ დამნაშავე თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა და ჭრილობა თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს, და 117–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.