თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მიკროავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა.
მიკროავტობუსი ლილოს დასახლებიდან ქარელის მიმართულებით მოძრაობდა, უბედური შემთხვევა ავტობანზე, რუისი-ურბნისის მონაკვეთზე მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.