თბილისის თეატრი რუსეთის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა

© Архив Грибоедовского театраგრიბოედოვის თეატრის დასი
გრიბოედოვის თეატრის დასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნების რუსული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე სანქტ–პეტერბურგში თბილისის თეატრმა სპექტაკლი "გაყინული სურათები" წარმოადგინა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული თეატრი კირილ ლავროვის სახელობის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა, განუცხადა "Sputnik საქართველოს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წითლანაძემ.

კირილ ლავროვის სახელობის ყოველწლიური პრესტიჟული პრემია თეატრებს 2008 წლიდან დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნების რუსული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე "შეხვედრები რუსეთში" (Встречи в России) ენიჭებათ. წელს ფესტივალი სანქტ–პეტერბურგში 7–13 აპრილს მიმდინარეობს.

ფესტივალის ფარგლებში გრიბოედოვის თეატრმა აჩვენა ფინელი დრამატურგის, კრისტიან სმედსის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "გაყინული სურათები". რეჟისორია იარი იუტინენი.

გრიბოედოვის თეატრის დასი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრი საქართველოს თეატრებს შორს გასტროლების რაოდენობით ლიდერია

პრემიის მიზანია უცხოეთში რუსული თეატრების მხარდაჭერა და განვითარება, კულტურული კავშირების გამტკიცება რუსეთსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს შორის.

თბილისის რუსული დრამატული თეატრი 1845 წელს დაარსდა. ის პირველი პროფესიული თეატრალური დასია კავკასიაში. 1934 წელს მას გრიბოედოვის სახელი მიენიჭა.

თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო, ვსევოლოდ მეიერხოლდი, ვერა კომისარჟევსკაია, პიოტრ ფომენკო, მარია სავინა, ალექსანდრ იაბლოჩკინი. 1938-1945 წლებში თეატრში სპექტაკლებს წარმოშობით თბილისელი, ცნობილი რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი დგამდა. დღეს თეატრი წინა თაობების მსახიობებისა და რეჟისორების ტრადიციებს აგრძელებს.

გრიბოედოვის თეატრი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.

2015 წლის ოქტომბერში თეატრმა დაარსებიდან 170 წლისთავი იზეიმა.

ყველა ახალი ამბავი
0