თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონუეიმ თეთრ სახლში დაგეგმილი მასშტაბური საკადრო გადაადგილებების შესახებ მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია უარყო, იუწყება РИА Новости.
მანამდე Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტრამპი თეთრ სახლში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი თეთრი სახლის აპარატის უფროსის რინს პრიბასის თანამდებობაზე დატოვება-არდატოვების შესახებ ფიქრობს. გათავისუფლების კიდევ ერთი კანდიდატი სტრატეგიულ საკითხებში ტრამპის მრჩეველი სტივენ ბენონია.
„არაფერი მსმენია გარდა მოარული ხმებისა და პრესაში გავრცელებული ინფორმაციებისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აიძულებს დავიჯეროთ ის, რომ დონალდ ტრამპი ამ გადაადგილებების გარეშეც კი დამანგრეველია“, — განაცხადა კონუეიმ ტელეარხ Fox News-ვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, ხმები „ პრეზიდენტის მიღწეულ წარმატებებს ხელს უშლის“.
კონუეიმ აღნიშნა, რომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრამპი „მრავალფეროვნებას აფასებს“ და ირგვლივ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებს იკრებს.
„მას უყვარს, როცა ყველა კამათობს“, — განაცხადა კონუეიმ.