ტრამპმა სიცრუე უწოდა განცხადებას რუსეთთან მისი კავშირის თაობაზე

© REUTERS / Mike Segar დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპმა მარტში სენსაციური განცხადება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მის ტელეფონებს უსმენდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „სრული სიცრუე“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთთან მისი კავშირების თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„რუსეთთან დაკავშირებული ისტორია სრული სიცუეა. არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, — განუცხადა მან გაზეთ New York Times-ს ინტერვიუში.

მან ბრალი დასდო აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისს იმაში, რომ მან თანამდებობრივი დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ტრამპის გარემოცვის წევრების სახელები გაამჟღავნა, რითიც ამერიკულ სპეცსამსახურებს მათი თვალთვალის შესაძლებლობა მისცა.

„ის, რაც მოხდა, საშინელებაა. არასდროს მინახავს ესოდენ შემზარავი ხალხი, მათ შორის, „დემოკრატებს“ შორისაც, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან“, — თქვა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სუზან რაისი აქამდე უარყოფს სპეცსამსახურებში ინფორმაციის გაჟონვასთან და ასევე ტრამპის გარემოცვის წევრების სახელების გამჟღავნებასთან კავშირს. თუმცა ტელეარხი Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რაისმა თანამდებობაზე ყოფნისას პირადად გასცა განკარგულება, სადაზვერვო წრეებში ტრამპის გარდამავალი შტაბის თანამშრომლების ვინაობა გახმაურებულიყო.

დონალდ ტრამპმა მარტში სენსაციური განცხადება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია მის ტელეფონებს უსმენდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ, რომლის გარეშეც მსგავსი ტიპის მოსმენა ვერ განხორციელდებოდა, განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. მაგრამ მოგვიანებით წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დევინ ნუნესმა აღნიშნა, რომ ტრამპის თანამშრომლები მართლაც მოხვდნენ სადაზვერვო ბიუროს ფირებზე, თუმცა სხვა საქმესთან დაკავშირებით და არა უშუალოდ ტრამპთან. მისი თქმით, ამერიკის მოქალაქეთა მოსმენა იყო „კანონიერი“ და „არა წინასწარგანზრახული“.

საბოლოოდ, კონგრესის წევრმა „რესპუბლიკელებმა“ წამოაყენეს წინადადება, რომ სუზან რაისი კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად დაიბარონ.

ყველა ახალი ამბავი
0