საქართველომ დევისის თასზე წყვილთა შეხვედრა ლიტვასთან წააგო

© Sputnik / Levan Avlabreliჩოგბურთი. გიორგი ცივაძე
ჩოგბურთი. გიორგი ცივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩოგბურთში საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების მატჩი სამჯერ შეჩერდა წვიმის გამო, მაგრამ ამას სტუმრებისთვის მოგებაში ხელი არ შეუშლია.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ლიტვის გუნდთან დევისის თასზე წყვილთა შეხვედრა, რომელიც მეორე ევრო-აფრიკული ზონის მეორე რაუნდის ფარგლებში თბილისში გაიმართა, 4:6, 3:6, 3:6 წააგო.

მატჩი სამჯერ შეჩერდა წვიმის გამო, მაგრამ ამას სტუმრებისთვის მოგებაში ხელი არ შეუშლია.

სასტარტო სეტის პირველივე გეიმში ლაურინას გრიგელისმა და ლუკას მუგევიჩუსმა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის ჩაწოდების აღება შეძლეს. მოპოვებული უპირატესობა ლიტველებმა პარტიის ბოლომდე შეინარჩუნეს და განონზომიერად მოიგეს – 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
დევისის თასი, საქართველო-ლიტვა: ფრე პირველი დღის ბოლოს

მეორე და მესამე სეტიც მსგავსი სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ მეორე პარტიაში ლიტვის ნაკრებმა ბრეიკი ორჯერ გააკეთა, მესამე პარტიაში – ერთხელ. ეს წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა – 6:3, 6:3.

ამგვარად, მეორე სათამაშო დღის შემდეგ ლიტვის ნაკრები საქართველოს 2:1 უგებს.

კვირას, დასკვნით სათამაშო დღეს "მზიურის" საჩოგბურთო პარკში ორი შეხვედრა შედგება. პირველები კორტზე გუნდების ლიდერები – ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს მე–60 ჩოგანი) და ლაურინას გრიგელისი (249–ე) გავლენ. ეს შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი დაპირისპირებაში ანგარიშის გათანაბრებას შეძლებს, მატჩის გამარჯვებული გიორგი ცივაძისა (846–ე) და ტადას ბაბელისის (1330–ე) შეხვედრაში გამოვლინდება. ეს თამაში პირველი შეხვედრის დასრულებიდან 20 წუთში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0