თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. წერეთლის გამზირზე მომხდარ ავტოკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსი შუახნის მამაკაცს შეეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.