ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთში

© facebook.com/mod.gov.geჰუმანიტარული აქცია ავღანეთში
ჰუმანიტარული აქცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და გამგეობის მიერ ავღანეთში გაგზავნილი სასკოლო და პირადი მოხმარების ნივთები სოფელ მუსაპეინის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ავღანეთში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა საქართველოდან, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და გამგეობის მიერ ავღანეთში გაგზავნილი სასკოლო და პირადი მოხმარების ნივთები სოფელ მუსაპეინის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაში სკოლის დირექტორი, სოფლის უხუცესი — მალიკი და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.

მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0