აშშ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გმობს

CC BY 2.0 / Julian Carvajal / Flagაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სამხრეთ ოსეთისთვის „სამხრეთ ოსეთი — სახელმწიფო ალანიად“ გადარქმევის თაობაზე 9 აპრილს რეფერენდუმი დანიშნა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik.  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ჩვენი პოზიცია მკაფიო და თანმიმდევრულია — ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, — აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს

„აშშ გმობს სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას და არ აღიარებს 12 და 26 მარტს აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნების შედეგებს", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

 ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა  სამხრეთ ოსეთისთვის „სამხრეთ ოსეთი — სახელმწიფო ალანიად“ გადარქმევის თაობაზე 9 აპრილს რეფერენდუმი დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება დაუშვებელია. 

ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0