ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა
ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დეფაქტო ხელისუფლების მიერ დანიშნულ რეფერენდუმს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის თაობაზე 9 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი არალეგიტიმურია და არანაირ სამართლებრივ ნორმებს არ შეესაბამება, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა  სამხრეთ ოსეთისთვის „სამხრეთ ოსეთი — სახელმწიფო ალანიად“ გადარქმევის თაობაზე 9 აპრილს რეფერენდუმი დანიშნა.

„პირველ რიგში, ეს არალეგიტიმური რეფერენდუმია. შესაბამისად, მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის სამართლებრივი გავლენა. ის არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპებს. ის არ იქნება მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება იყოს“, — განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

ჟენევა - Sputnik საქართველო
საქართველომ და რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებები შეაჯამეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატაერბა დაუშვებელია. 

ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

რაც შეეხება 9 აპრილს, ის საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია — 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაზარალდა. 1988 წლიდან 1989 წლის პერიოდში თბილისში საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის მოთხოვნით მრავალი აქცია იმართებოდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას მაშინ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია — საქართველოს მომავალი პრეზიდენტი — ედგა სათავეში.


ყველა ახალი ამბავი
0