თურქეთთან საზღვარზე მომხდარ ინცინდენტში ლეონიძე დაზარალებულად სცნეს

© Sputnik / Denis Aslanovსაკონტროლო–გამშვები პუნქტი "სარფი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი სარფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებული ვიდეოთვალის კადრებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უდანაშაულოა.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. "სარფის" საბაჟო–გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქის როინ ლეონიძის დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ის საქმეზე დაზარალებულად სცნეს, იუწყება ტელეკომპანია "Imedi".

როინ ლეონიძე ხოფის პროკურატურაში დაკითხეს. ასევე დაიკითხნენ ინციდენტში მონაწილე თურქი მებაჟეებიც.

თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს დაუმორჩილებლობასა და ცემაში ადანაშაულებდნენ.

თურქეთის დროშა ანტალიის ერთ–ერთი სასტუმროს კატერზე - Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქმე აღძრეს

ორივე მხარემ გაიარა ექსპერტიზა და სამედიცინო შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მათ სხეულზე აღენიშნებათ დაზიანებები.

სამართლადამცველებმა საბაჟოდან ვიდეოთვალის კადრები ამოიღეს, რისი საშუალებითაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ინცინდენტში საქართველოს მოქალაქის ბრალეულობა არ იკვეთება. შემოწმების შედეგად მას სიმთვრალე არ დაუდგინდა.

ლეონიძემ უკვე დატოვა თურქეთი და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. პროკურატურაში იმყოფებოდნენ საკონსულოს წარმომადგენლებიც.

გუშინ თურქეთის საბაჟოსთან ინციდენტი მოხდა. ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თვითმხილველების თქმით, დილით როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე მებაჟემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0