თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. გლდანის ხიდებთან ავარია მოხდა, იუწყება ტელეკომპანია "Imedi".
როგორც თვითმხილველები აცხადებენ მანქანა განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ დეტალები რამდენიმე ათეულ მეტრზეა მიმოფანტული.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მჯდომი ორივე მგზავრი გადარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით.