თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელიც მინერალურ წყლების „ბორჯომისა" და „ლიკანის" ფალსიფიცირებას ახდენდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აღიძრა (ფალსიფიკაცია, რასაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა შეეძლო), რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.