თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება.
ეს მარგველაშვილის მეოთხე მიმართვაა პარლამენტისადმი პრეზიდენტის რანგში და პირველი მიმართვა მეცხრე მოწვევის დეპუტატებისადმი.
საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, მართლმსაჯულება, მასმედია.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება.