საქართველოში App Store გაიხსნება

© RIA Novosti . Григорий СысоевApple iPhone
Apple iPhone - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2017 წლის ბოლომდე App Store-ის პროგრამების ინტერნეტ-მაღაზია გაჩნდება, რაც მომხმარებელს Apple-ის ლიცენზირებული პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა აშშ-ში, „სილიკონის ველზე“ ვიზიტის დროს Georgian App Store-ის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს Apple-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

Georgian App Store-ი ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple-ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო დეველოპერები, App აქსელერატორის მეშვეობით, ios-ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს შექმნიან.

"შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც „ეფლი“ სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს", — აღნიშნულია ინოვაციების სააგენტოს განცხადებაში.

ნიკა დათიკაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა iPhone-ის ყველასთვის საჭირო პროგრამა შექმნა

Georgian App Store საქართველოში 2017 წლის ბოლომდე შეიძლება გაიხსნას.

ქართულმა მხარემ, რომელსაც ასევე წარმოადგენს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, Apple-ის თანამშრომლებს გააცნო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ის რეფორმები, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ინოვაციების სფეროში ახორციელებს.

App Store არის პროგრამების მაღაზია, რომელიც შეიცავს სხვადასხვა პროგრამას მობილური ტელეფონებისთვის iPhone, პლეერებისთვის iPod Touch და პლანშეტებისთვის iPad, ასევე პერსონალური კომპიუტერებისთვის Mac, რაც მათი ყიდვის, ან უფასოდ გადმოწერის საშუალებას იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0