რასელ კროუ: სიამოვნებით ვითამაშებდი ვნებიანი ქალის როლს...

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი რასელ კროუ
მსახიობი რასელ კროუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ პაბლო პიკასოს მტრედივით მშვიდობისმოყვარე და წყნარზე უფრო წყნარ აივანზე, სადაც პეპლები პეპლებს ფრთების შეხებით და მოხატულობით ეჯიბრებიან, ხოლო მოაჯირები მზის სხივებს ეხლართებიან ზედმიწვნით, პირველად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს – „დედათა და შვილებს“ შორის…

ანუ, როდესაც გაირკვა, ვისაც ვმასპინძლობთ.

ჩემმა ქალიშვილმა ნინამ კატეგორიულად მომთხოვა მთავარ თემად დამედო გაბრიელის, ჰენდოს და დეივის სასიყვარულო სამკუთხედი ფილმიდან „სკინები“ (Romper Stomper)…

მე, რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე, რადგან ჩვენი დღევანდელი სტუმარი მე, როგორც მათემატიკოსს, უფრო მეტად ნობელის პრემიის ლაურატის ჯორჯ ფორბს ნეშის სახით წარმომედგინა.

და ბოლოს მივედით საერთო დასკვნამდე და კომპრომისამდე, რომ ამერიკელი და ავსტრალიელი მსახიობი, „ოსკაროსანი“, „ოქროს გლობუსით“ დამშვენებული რასელ კროუ, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1964 წლის 7 აპრილს, კირკ დუგლასთან უდიდესი ბოდიშის მოხდით, მსოფლიოში ყველაზე შესანიშნავი გლადიატორი (წარსულში გენერალი მაქსიმუსი) ბრძანდება.

თავად როსელ კროუ ყვება, რომ მას  გლადიატორის როლის შესრულებისას ხშირად უნანია, რომ არ დათანხმდა, მაგალითად, ავტობუსის კონდუქტორის როლს.

სხვათა შორის, მაქსიმუსის როლი თავიდან განსაზღვრული იყო მელ გიბსონისთვის, მაგრამ მან მის შესრულებაზე, საზოგადოებისთვის და ჩვენი აივნისთვის  უცნობი მიზეზების გამო, უარი განაცხადა.

თავად კროუ კი ყოველთვის ოცნებობდა გამხდარიყო მეორე მარლონ ბრანდო…

1999 წელს კროუმ ითამაშა დუეტში გენიალურ ალ პაჩინოსთან ერთად ფილმში „ჩვენიანი“, რისთვისაც დაჭირდა 10 კილოგრამის მომატება. სცენარის მიხედვით ის უნდა გამხდარიყო 50 წლის, ცხოვრებისგან გადაღლილი, სათვალებიანი და ჭაღარა მამაკაცი.

2000 წელს კი „მოსუქებულ“ კროუს განუცხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა მოეკლო წონაში, რადგან ის მიიწვიეს ფილმ „გლადიატორის“ გადაღებებზე.

მსახიობმა განაცხადა, რომ ზედმეტი წონა დაიკლო ყოველგვარი დიეტების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ავსტრალიურ ფერმაში მუშაობის დროს.

რაც შეეხება კროუს ჭრილობას მარჯვენა ლოყაზე — ის აბსოლუტურად ნამდვილია, რაც მსახიობს ერთ-ერთი ხის ტოტმა დაუტოვა „გლადიატორის“ გადაღებისას.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ დროს მსახიობს მოუვიდა წერილი ხელმძღვანელობისგან, სადაც მას სთხოვდნენ, ზედმეტი ტრავმების თავიდან ასაცილებლად არ ეთამაშა  ფეხბურთი.

რასელმა ხელმძღვანელობას უპასუხა — „ მე შემიძლია ვებრძოლო ოთხ გააფთრებულ ვეფხვს, მაგრამ არ შემიძლია უარი ვთქვა ფეხბურთზე“…

მე, რაღა თქმა უნდა, საოცრად მიზიდავს რასელ კროუს ლეგენდარული გენერალი მაქსიმუსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად მხიბლავს მისი უნიკალური მათემატიკოსის როლი ფილმში „ბრწყინვალე გონება“.

ისე კი, თუ არ გამამხელთ, მხოლოდ ჩვენს „აივნოსებს“ გამოგიტყდებით, რომ ჩემი სანუკვარი ოცნებაა — რასელ კროუსნაირმა რობინ ჰუდმა, რომელიც კევინ კოსტნერსაც კი სჯობს, სწრაფად ამოირბინოს ჩვენი აივნის კიბეზე და…

სავარაუდოდ, შერვუდის ტყეებში გადამანაცვლოს…

მთავარი კი, როგორც ყოველთვის, ბოლოსკენ შემოვინახე…

თურმე, რობინ ჰუდი და მაქსიმუსი და თანაც ჯონ ნეში…

შესანიშნავად მღერიან:

გისურვებთ ძალიან ბედნიერ და სულ გლადიატორებით მოფენილ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0