მარგველაშვილი: სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, თუ თითოეული მოქალაქე არ არის დაცული

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, მოქალაქე რიგ შემთხვევებში შეიძლება იყო დაუცველი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქე დაუცველია, თუ ირღვევა რიგი მისი უფლებებისა, ხოლო მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც საბოლოოდ ქვეყნის უსაფრთხოებას ხდის დაუცველს.

„სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია მანამ, სანამ არ არის დაცული ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მან იქვე ჩამოთვალა ის შემთხვევები, როდესაც ქვეყნის მოქალაქე შეიძლება ჩაითვალოს დაუცველად. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი – მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ

„მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება; მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება – ილოცოს; როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო; მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო", — აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

გარდა ზემოჩამოთვლილისა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მოქალაქე დაუცველია მაშინაც, როდესაც მას სამართალდამცველები არასათანადოდ ეპყრობიან და მაშინაც, როდესაც მას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით სდევნიან.

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე დაუცველად გრძნობს თავს, ეს ისაა, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება.

ყველა ახალი ამბავი
0