გიორგი მარგველაშვილი – მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. პრეზიდენტის მოხსენებას 99 დეპუტატი ესწრება.

პლენარულ სხდომას ასევე ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ. მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. ამიტომ მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ეს არის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან კანონმდებლებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0