საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია

გამოწერა
სხდომა, რომელზეც პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, 12:00 საათისთვის არის დანიშნული. პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშე ნახევარსაათიანი მოხსენებით გამოვა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება დეპუტატების წინაშე.

პრეზიდენტის მოხსენებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დღევანდელ სხდომას არ ესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში გამოდის

სხდომა, რომელზეც პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, 12:00 საათისთვის არის დანიშნული. პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშე ნახევარსაათიანი მოხსენებით გამოვა.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დეპუტატების გამოსვლები დაიწყება დებატების ფორმატში.

პარლამენტის ტრიბუნა დაეთმობა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს ("ნაციონალური მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტები"), რომელთათვისაც გათვალისწინებულია 15-15 წუთი.

ხოლო საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე, როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი.

ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით.

ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.

ყველა ახალი ამბავი
0