თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის, განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია „მოითხოვე ქართული“, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი ადგილების შექმნას, ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.
„ამ პროექტის ფარგლებში ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელიც მომხმარებელს ქართული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მისცემს ქულების დაგროვების შესაძლებლობას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას, „შეიძინონ ქართული“ და გახდნენ ამ ბარათის პირველი მფლობელები.