თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის, განაცხადა, რომ მის მიერ ხუთი თვის წინ გამოთქმული სავარაუდო საფრთხე სერიოზულ პრობლემად იქცა.
„გასულ წელს, ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე და მაშინ მოხსენებაში შევეხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს… რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს… რა მივიღეთ ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინც და მაინც არ არის შთამბეჭდავი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და საკუთარ თავში ჩაიკეტა.