თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დღეს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლას დაესწრო.
პრემიერმა პარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ისურვებდა, პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, და უფრო ობიექტური ყოფილიყო.
"შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით… არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი მეგობრების აზრით, არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მიმართვისას შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, მართლმსაჯულება, მასმედია.