ტყავზე გუაშით ხატვა და რუსული პოპულარული ტელეარხის წამყვანის ქართული სამკაულები

© FB/ Sanikidze Ingaრუსი მომღერალი და წამყვანი ნადეჟდა ბაბკინა
რუსი მომღერალი და წამყვანი ნადეჟდა ბაბკინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამკაულის კეთება მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, რომ საკუთარი თავის რეალიზებას აქ ყველაზე მეტად შეძლებდა. დღეს მისი ნახელავი სხვადასხვა ასაკის, სტილისა და გემოვნების ქალბატონების ზარდახშებშია. ეს სამკაულები იხილეს თბილისში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყანებში. დღეს ქალბატონ ინგა სანიკიძის შემოქმედებას გაგაცნობთ.
© FB/ Sanikidze Ingaინგა სანიკიძე
ინგა სანიკიძე - Sputnik საქართველო
ინგა სანიკიძე

– ქალბატონო ინგა, ბავშვობა თბილისურ ეზოში გაატარეთ და ხატვის წრეზე "პიონერთა სასახლეში" დადიოდით, როგორ გახსენდებათ ის დრო?

— ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან დავიბადე და გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ეზოში, სადაც ყველანი ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით. ჩემ ეზოში ცხოვრობენ ყველასთვის ცნობილი პირები გიორგი მარგველაშვილი და გურამ ჯაში. ბავშვობის თბილისი თბილი, ლაღი და ღიმილიანი იყო. მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვობაში "პიონერთა სასახლეში" ხატვის წრეზე დავდიოდი. რადგან ჩემ ოჯახში არავინ ხატავს, ვფიქრობ, ხატვის ნიჭი ალბათ ნათლიამ, მხატვარმა სოსო გოგეშვილმა დამანათლა. ჩემი აზრით, ადამიანმა პროფესია საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა აირჩიოს. ბავშვობიდან სულ რაღაცას ვაკეთებ და საკუთარ თავს ექსპერიმენტებს ვუტარებ. მერე სამკაულების კეთება დავიწყე. მივხვდი, რომ აქ ყველაზე მეტად მაქვს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. თავიდან სამკაულებისთვის ვიყენებდი დაშლილ ნივთებს, კერძოდ, ტყავის დაშლილ ქამრებს. ძირითადად ვმუშაობ მაშინ, როცა ჩემი ოჯახის წევრებს სძინავთ და მუშაობაში ხელს არავინ მიშლის. ესკიზები წინასწარ არასოდეს მაქვს, იდეაში რაც მომივა, იმას ვაკეთებ…

© FB/ Sanikidze Ingaინგა სანიკიძის ნამუშევარი
ინგა სანიკიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ინგა სანიკიძის ნამუშევარი

– ტყავის მასალაზე გუაშით ხატვის იდეა როდის გაგიჩნდათ?

— ტყავზე გუაშით ხატვა თავიდანვე ვცადე, შემდეგ სამოსის კერვასა და ჩანთების დამზადებაზე გადავედი. მოგვიანებით ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი – ტყავი, ნაჭერი, ფერები და სამკაულები შევქმენი. ახლა კი უფრო მეტად ნატურალურ ქვებს ვიყენებ. სხვათა შორის, გუაშით ვხატავ კიდეც. რაც შეეხება ტყავზე გუაშით ხატვას, ამ ტექნოლოგიას შემთხვევით მივაგენი. ყველას უკვირს და მეკითხება ამას როგორ ვახერხებ, გეტყვით, რომ მას წებოს ვურევ ხოლმე… როცა მასალა არ მაქვს, სამკაულს ძველი, დამტვრეული ნივთებისგან ვამზადებ.

– თქვენ სამკაულებზე მოთხოვნა უცხოეთშიც არის, რომელ ქვეყნებშია ისინი?

— ჩემი სამკაულები გაიყიდა თბილისში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, აშშ-ში და სხვაგან. ჩიკაგოს გალერეაში ჩემი ნამუშევრები ქალბატონმა მაკა კვერენჩხილაძემ წარადგინა და რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა კიდეც. რუსეთში ჩემი სამკაულები ამშვენებს პოპულარულ მომღერალსა და ტელეწამყვანს ნადეჟდა ბაბკინას.

– როგორ შეიძინა მან თქვენი ნახელავი?

— სამწუხაროდ, მას პირადად ჩემ შესახებ არაფერი გაუგია, იმიტომ რომ ჩემს სამკაულებს კლიშეები არ აქვს. მე არ მიმიგნია მისთვის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მან მომაგნო. თბილისში ვთანამშრომლობ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სალონთან "ესთეტი", სადაც რუსულ გადაცემა "მოდნი პრიგოვორში" ვინც არიან, ის გოგონები მისულან და ჩემი ნამუშევრები მოსწონებიათ. ეტყობა, ისინი ასე ეძებენ ხოლმე მისთვის სამკაულებს და სალონში უთქვამთ, რომ ბაბკინასთვის მიგვაქვსო. სიმართლე გითხრათ, არ დავიჯერე და მერე როცა მის საიტზე შევედი, დავინახე ფოტოები, სადაც მას ჩემი სამკაულები უკეთია. მერე იმ გოგონებმა თვითონაც მომაწოდეს ფოტოები.

© FB/ Sanikidze Ingaყელსაბამი
ყელსაბამი - Sputnik საქართველო
ყელსაბამი

– გამოფენის მოწყობას თუ აპირებთ?

— ყველა გამოფენა, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია, ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულო იყო. ჩემი სამკაულები FASHION WEEK-ზეც იხილეს. თუ მოვახერხე, მაისში პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. ჩვენთან გამართული გამოფენების სტილი და მენეჯმენტი არ მომწონს. მე უნდა ვიდგე იქ, როგორც ხელოვანი და არა როგორც გადამყიდველი. მენეჯერმა უნდა მოიწვიოს სტუმრები და მან უნდა წარგადგინოს შენ მათ წინაშე. პერსონალური გამოფენა გალერეა "ვაჩეში" მინდა მოვაწყო. ადრე "მოძრაობის თეატრის" დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა.

© FB/ Sanikidze Ingaინგა სანიკიძის ნამუშევარი
ინგა სანიკიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ინგა სანიკიძის ნამუშევარი

– პიროვნულად რაში გეხმარებათ ხატვა?

— როცა ვბრაზდები და არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ხატვას ვიწყებ და ჩემი თავისუფლება და გულახდილი ფიქრები მასზე გადამაქვს. მიყვარს, როცა ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს. თავადაც ვხალისდები და ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში იუმორმა გადამარჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0