გიორგი მარგველაშვილი: არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

© photo: Sputnikგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე, რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი – მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ

პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე… ხალხს უნდა მეტი დემოკრატია, თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში", — განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

სულ ახლახან მე დავიწყე კამპანია კონსტიტუცია ყველასია” იმისთვის, რათა ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღეს გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლების წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე რიგით მეოთხე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.
ყველა ახალი ამბავი
0