საქართველოს ელჩი აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდა

© FB / Посольство США в Грузииდონალდ ტრამპი და დავით ბაქრაძე
დონალდ ტრამპი და დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს თანამშრომლობას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის პირველი შეხვედრა გაიმართა, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-თან და თეთრის სახლის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აქვს. წინასწარი ინფორმაციით, აპრილში აშშ-ში გაემგზავრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ აშშ-თან თანამშრომლობის განვითარებაში დარწმუნებულია

"პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში", — აღნიშნულია განცხადებაში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0