„ქართული ოცნება“ აშშ-თან თანამშრომლობის განვითარებაში დარწმუნებულია

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მანძილზე აშშ-თან პარტნიორობის განვითარებას გეგმავს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებული არიან, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი ენერგიით გაგრძელდება.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საქართველოს ბრწყინვალების ორდენის კავალერი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

ტრამპმა პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონი დაამარცხა. ის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25-წლიანი სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო-აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად“, — აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, კონგრესის ახალ შემადგენლობასთან და ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ქვეყნებს შორის განვაგრძოთ და გავაღრმავოთ პარტნიორობა და მეგობრობა, აცხადებენ პარტიაში.

8 ნოემბრის კენჭისყრის მიმდინარეობისას აშშ-ის მოქალაქეებმა ამომრჩევლების ორპარტიული კოლეგია ჩამოაყალიბეს (538 ადამიანი). მათ 19 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტი ფორმალურად უნდა აირჩიონ.

ტრამპს 280-ზე მეტი ამომრჩევლის ხმა აქვს, გამარჯვებისთვის კი 270-ც საკმარისია. ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0