საქართველო უმასპინძლებს ფესტივალს "მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა"

© FB / Best Princess & Princeგვირგვინი სილამაზის კონკურსში გამარჯვებულისთვის
გვირგვინი სილამაზის კონკურსში გამარჯვებულისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში საერთაშორისო ფესტივალთან "მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა“ დაკავშირებით შეიკრიბებიან აშშ-ის, ინდოეთის, პორტუგალიის, ბრაზილიის, რუსეთის, უკრაინის, ტაილანდისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი "მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე სტუმარს მოუყრის თავს, განუცხადა "Sputnik–საქართველოს" ღონისძიების ერთ-ერთმა დამაარსებელმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

ღონისძიება 17-24 აპრილს ბათუმში ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობისთვის აჭარაში ჩამოვლენ სტუმრები აშშ-დან, ინდოეთიდან, პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან.

"გაჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა იმ ქვეყნების "პრინცებისა" და "პრინცესების" ფესტივალი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში. მინდოდა, რომ ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი რაოდენობის სტუმრის თავმოყრა შეუძლია, საქართველოში ჩატარებულიყო, და გასულ წელს ფესტივალი დავაანონსე. აპრილში კი უკვე სტუმრებს ველოდებით", — განაცხადა მგალობლიშვილმა.

მარიამ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
სილამაზის კონკურსის Little Miss Galaxy გამარჯვებული ქართველი გოგონა გახდა

ქვეყნებმა 4-დან 14 წლამდე ასაკის საკუთარი "პრინცები" და "პრინცესები" უკვე შეარჩიეს და ისინი მზად არიან საქართველოში ჩამოვიდნენ და პირველ ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა.

ფესტივალის დაფუძნების იდეა ეკუთვნის მგალობლიშვილს, რომელიც კონკურსის Little Miss Galaxy Georgia ორგანიზატორია, და თათრეთის საბავშვო საზოგადოებრივი ორგანიზაციის დირექტორს ნატალია კისილევას.

ღონისძიების ორგანიზატორები პატარა მონაწილეებისთვის მრავალფეროვან პროგრამას ამზადებენ: ტალანტ-შოუ, ეკოლოგიური პროექტი, მეგობრობის საღამო. ბავშვებს ასევე ელოდება გასართობი პროგრამა — ექსკურსიები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში. ბავშვებისთვის მოეწყობა პროფესიული ფოტოსესია და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

"ეს იმისთვის, რომ მათ პატარაობიდან იგრძნონ და გაიაზრონ, რომ გვირგვინის ტარება — ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეული მათგანი უკვე არის გამარჯვებული თავის ქვეყანაში. ჩვენი მიზანია – დავეხმაროთ მათ გაიგონ, რომ მათ ყოველთვის უნდა გაამართლონ "საუკეთესო პრინცისა და პრინცესის" წოდება და იყვნენ კეთილი, დიპლომატიური, მზად იყვნენ დახმარებისთვის", — აღნიშნა მგალობლიშვილმა.

საქართველოს დედაქალაქში „მისტერ და მის თბილისი 2017“ აირჩიეს GEO VERS - Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში „მისტერ და მის თბილისი 2017“ აირჩიეს

ფინალური საღამო 23 აპრილს გაიმართება. კომპეტენტური ჟიური, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სილამაზის კონკურსის დირექტორებისგან შედგება, შეარჩევს საუკეთესოებს, მაგრამ საჩუქარს ყველა მიიღებს.

"გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ ძვირფასი ქვებით მორთული ვერცხლის მოოქროვილი გვირგვინები უკლებლივ ყველა მონაწილისთვის. გვინდა სამახსოვროდ ვაჩუქოთ გვირგვინები, ფესტივალის ძირითადი არსი ხომ არა შეჯიბრება, არამედ მეგობრული და გულთბილი ატმოსფეროს შექმნაა", — აღნიშნა მგალობლიშვილმა, რომელიც სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელია.

მისი თქმით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0