საქართველო ევროპოლთან ონლაინ-რეჟიმში ითანამშრომლებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილები - Ford - პოლიციის დღის აღნიშვნა საქართველოში
პოლიციის ავტომობილები - Ford - პოლიციის დღის აღნიშვნა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ და ევროპოლმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს შსს და ევროპოლი ერთობლივ მუშაობასა და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას, პრაქტიკულად, ონლაინ-რეჟიმში აწარმოებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა სამშაბათს თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას "საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ".

"ამ დოკუმენტის თანახმად, გვექნება, პრაქტიკულად, ონლაინ-რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სტრუქტურებთან. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტრუქტურებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის ფონზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

რობ უენრაითი და გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროპოლი კრიმინალს ერთად შეებრძოლებიან

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება, უპირველეს ყოვლისა, არის პასუხისმგებლობა, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს საქართველომ, როგორც ევროპის სანდო პარტნიორმა.

ამ შეთანხმებით საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. დოკუმენტზე ხელმოწერა გასული წლის დეკემბერში დაანონსდა, როდესაც ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

ყველა ახალი ამბავი
0