ქართული ავიაკომპანია მახაჩკალაში იფრენს

© NewsTeam / გადასვლა მედიაბანკშიმახაჩკალის აეროპორტი
მახაჩკალის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 აპრილიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ოპერირებას თბილისი-მახაჩკალა-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik.  ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways-ი 13 აპრილიდან მახაჩკალას მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. 

ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
სოჭსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე კვირაში ორჯერ — ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.

ფრენებს Boeing B737-ისა და Bombardier CRJ200-ის ტიპის თვითმფრინავები შეასრულებენ. ქართულმა ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისების განხორციელებისთვის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.


ყველა ახალი ამბავი
0