თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. "რესპუბლიკური პარტია" საქართველოს პარტიებში გენდერული თანასწორობის ინდექსში ლიდერი გახდა. ამას ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) კვლევის შედეგები მოწმობს.
გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს სამი ძირითადი განზომილებით აფასებს: საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული. თითოეული განზომილება მოიცავს ინდიკატორების ერთობლიობას, რომლებსაც საკონტროლო ქულა აქვს მინიჭებული. მათი ერთობლიობა პარტიების რანჟირების შესაძლებლობას იძლევა, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
"რესპუბლიკური პარტიის "ინდექსმა შეადგინა 40,6%. მეორე ადგილზეა "პატრიოტთა ალიანსი" – 32,4%, მესამეზე — "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 31,9%.
ხუთეულში ასევე შევიდნენ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 26,6%-ით და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა — 23,3%-ით.
მას მოსდევს "თავისუფალი დემოკრატები" – 22,5%. ბოლო, მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" – 17,2%.
"ფაქტია, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" მაღალი შეფასება დაიმსახურა თანამიმდევრული, დაბალანსებული პროპორციული სიით პარლამენტში ქალების რაოდენობის მოხვედრის წყალობით — პარტიის ექვსი დეპუტატიდან სამი ქალია. მითითებულმა თანაფარდობამ მკვეთრად გაზარდა რეიტინგი განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც განხილული შვიდი პარტიიდან ოთხი პარლამენტში ვერ მოხვდა", — ნათქვამია კვლევაში.
როდესაც საქმე ქალთა შორის ხელისუფლების რეალურ გადანაწილებას ეხება. მანდატების უმრავლესობას ის პარტიები იღებენ, რომლებსაც სიაში ქალების ნაკლები რაოდენობა შეჰყავთ, დაასკვნეს კვლევის ავტორებმა.
კვლევა მოიცავს 2015-2016 წლებს.
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან 23 ქალია. აქედან ორს ვიცე-სპიკერის თანამდებობა უკავია.