რუსეთიდან ვიზიტორთა რიცხვი 28,2%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები საქართველოში
ტურისტები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვარში საქართველოს 62000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ეწვია, თებერვალში კი - 56700-ზე მეტი (ზრდა 31,4%).

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საქართველო 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მოინახულეს, 185 600 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია.

მარტში საქართველოს 66 800 რუსეთის მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამგვარად, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საქართველოში უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

საქართველოში ვიზიტების რაოდენობის მიხედვით აზერბაიჯანი ლიდერობს. წლის დასაწყისიდან ქვეყანას 368 100 აზერბაიჯანის მოქალაქე ეწვია (ზრდა 4,2%).

მეორე ადგილზე სომხეთია — წლის დასაწყისიდან საქართველოს 264 000 სომხეთის მოქალაქე ეწვია (ზრდა 15,3%).

სახლები მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
აჭარას 2016 წელს 1,4 მილიონი უცხოელი ეწვია

მესამე ადგილზე თურქეთია. ამ ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველო მოინახულეს, 236 100 ადამიანი შეადგინა.

სასტუმროების საძიებო სერვისმა RoomGuru.ru მიმდინარე წლის მარტში თბილისი პოსტსაბჭოთა სივრცეზე სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. თბილისმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, რუსი ტურისტებისთვის 2016 წელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უზბეკეთი. დამოუკიდებელი მოგზაურებები ამ მიმართულებებს სულ უფრო ხშირად ირჩევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0