თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House კვლევაში გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების შესახებ (Nations in Transit-2017) საქართველომ ძველი მაჩვენებლები შეინარჩუნა.
დემოკრატიის დონემ საქართველოში 2017 წელს ისევე, როგორც 2016 წელს, 4,61 შეადგინა, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ინდექსი 4,75 ნიშნულზე შენარჩუნდა, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
საქართველოში არ შეცვლილა კორუფციის (4,50), დამოუკიდებელი მასმედიის (4,00), სამოქალაქო საზოგადოების (3,75), ელექტორალური პროცესის (4,50), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობისა (5,25) და ეროვნული დემოკრატიული მმართველობის (5,50) მაჩვენებლები.
ამასთან, საქართველომ საუკეთესო მაჩვენებლები აჩვენა უახლოეს მეზობლებს შორის – რუსეთი (6,75), აზერბაიჯანი (6,93) და სომხეთი (3,39).
საქართველო ბულგარეთთან, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, კოსოვოსთან, მაკედონიასთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ჰიბრიდული რეჟიმების სახელმწიფოების რიცხვში შევიდა.
Freedom House–მა რეიტინგი ერთიდან შვიდამდე შკალით შეადგინა, სადაც შვიდი ყველაზე უარესი მაჩვენებელია, ხოლო ერთი – საუკეთესო. კვლევა ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს.