ქართველმა ჩოგბურთელებმა დევისის თასის მატჩისთვის მზადება დაიწყეს

© Sputnik / Denis Aslanovჩოგბურთელები
ჩოგბურთელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა მარტში ფინეთის ნაკრებს მოუგო, დევისის თასის მატჩს კი ლიტვის გუნდთან გამართავს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრებმა დევისის თასის მატჩისთვის მზადება დაიწყო, რომელიც ლიტვის გუნდის წინააღმდეგ თბილისში 7-9 აპრილს გაიმართება.

თამაში ევრო-აფრიკულ ზონაში მეორე რაუნდის ფარგლებში გაიმართება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევის თასის ტურნირში ფინეთის ნაკრებს მოუგო

საქართველოს ნაკრები ლიტვის წინააღმდეგ იგივე შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, რაც ფინეთის წინააღმდეგ თებერვლის დასაწყისში: ნიკოლოზ ბასილაშვილი (59 ჩოგანი), გიორგი ცივაძე (846), ზურა ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე (ორივე რეიტინგის გარეშე).

როგორც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაში „Sputnik საქართველოს“ განუცხადეს, გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარგ ფორმაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში ჩოგბურთელს ბევრ ტურნირზე მოუწია გამგზავრება და გარკვეულწილად დაიღალა კიდეც.

მატჩების კენჭისყრა 6 აპრილს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

ორი პირველი ინდივიდუალური შეხვედრა პარასკევს, 7 აპრილს გაიმართება. მომდევნო დღეს წყვილების შეხვედრა შედგება, 9 აპრილს კი, კვირას, ორი ბოლო მატჩი „მარტოხელებს“ შორის ჩატარდება.

 თუ საქართველოს ნაკრები ლიტვას მოუგებს, მესამე რაუნდში ის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში მოსახვედრად შვედეთ/თურქეთის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.


ყველა ახალი ამბავი
0