ქართველ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევის თასის ტურნირში ფინეთის ნაკრებს მოუგო

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩოგბურთში დევისის თასზე საქართველოსა და ფინეთის ნაკრების მატჩის ბოლო დღეს, ქართველმა ჩოგბურთელებმა ორივე თამაშის მოგება და შემდეგ ეტაპზე გადასვლა შეძლეს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა თბილისში ფინეთის გუნდს მოუგო ანგარიშით 3:2  მატჩში დევისის თასზე მეორე ევრო-აფრიკული ზონის პირველი რაუნდის ფარგლებში. 

დასკვნით დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ პარტიაში 6:2, 6:4, 6:4  მოუგო ემილ რუსუვუორის, ხოლო გიორგი ცივაძემ დაძაბულ ხუთსეტიან მატჩში მოუგო პატრიკ-ნიკლას სალმინენს — 6:4, 7:5, 5:7, 0:6, 7:6.

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელებმა დევისის თასის გათამაშების პირველ დღეს წააგეს

საქართველოს ნაკრები მეორე რაუნდში გადავიდა, სადაც პლეი-ოფში შეხვდება ლიტვის გუნდს, რომელმაც თავის მხრივ მადაგასკარის გუნდს 3:2 მოუგო. 

საქართველოსა და ლიტვის ჩოგბურთის ნაკრებებს შორის მატჩი კვლავ თბილისში გაიმართება 6-დან 9 აპრილამდე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0