ქართველმა ჩოგბურთელებმა დევისის თასის გათამაშების პირველ დღეს წააგეს

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო მატჩი დანიის ნაკრების ახალბედასთან წააგო, ხოლო უფრო გამოცდილმა დანიელმა ფრედერიკ ნილსენმა მეორე შეხვედრა გიორგი ცივაძეს მოუგო.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა მეორე ევრო–აფრიკული ჯგუფის ფარგლებში დევისის თასის გათამაშების სასტარტო დღეს თბილისში ორივე მატჩი წააგო დანიის გუნდთან.

დღის პირველ შეხვედრაში საქართველოს გუნდს ნაკრების ლიდერი და მსოფლიოს 118-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმოადგენდა. მისი მეტოქე 19 წლის ჭაბუკი კრისტიან სიგსგაარდი იყო, რომელსაც პლანეტის უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში კლასიფიკაციაც არ გააჩნია. მაგრამ მატჩი სიგსგაარდის სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 3:1 (6:7,6:1,6:4,6:4).

ჩემპიონატი ტენისში - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას

იმედი იმისა, რომ გიორგი ცივაძე ფრედერიკ ნილსენთან თამაშში გაათანაბრებდა ანგარიშს, თავიდანვე მცირე იყო. ჩოგბურთელებს შორის კლასში ძალიან დიდი სხვაობაა. სკანდინავიელს მსოფლიო რეიტინგში 374–ე პოზიცია უჭირავს, ცივაძეს კი – 854–ე. თუმცა, დღის პირველმა შეხვედრამ საწინააღმდეგო დაამტკიცა.

ცივაძემ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ სასტარტო პარტიაში შეძლო, რომელიც ტაი-ბრეიქით ნილსენის გამარჯვებით დასრულდა. ორ შემდგომ სეტზე დანიელმა სულ 42 წუთი დახარჯა და 6:0, 6:1 ანგარიშით მოიგო.

დანიის ნაკრები მატჩში გამარჯვებიდან ერთ ნაბიჯში იმყოფება. შაბათს, 5 მარტს წყვილთა შეხვედრა ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრებმა უსათუოდ უნდა მოიგოს, რათა კვირას ბრძოლის გაგრძელება შეძლოს.

ყველა ახალი ამბავი
0