საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიჩემპიონატი ტენისში
ჩემპიონატი ტენისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლასში სულ ორი ნაკრები დაწინაურდება, ამიტომ თითოეულ ქვეჯგუფში გამარჯვებულებს ერთმანეთთან შეხვედრა მოუწევთ. გამარჯვებული გუნდი მეორე ევრო–აფრიკულ ჯგუფში გადავა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასის მესამე ევროპულ ჯგუფში სტარტს 15 ივლისს აიღებს. ქართული გუნდის მოწინააღმდეგეები „დ“ ქვეჯგუფში იქნებიან ისლანდიის, ალბანეთისა და მალტის გუნდები. 

ტურნირზე, რომელიც სან–მარინოში ტარდება, საქართველოს ნაკრები წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. გუნდის კაპიტანია ვლადიმერ გაბრიჩიძე. 

კლასში სულ ორი ნაკრები დაწინაურდება, ამიტომ თითოეულ ქვეჯგუფში გამარჯვებულებს ერთმანეთთან შეხვედრა მოუწევთ. გამარჯვებული გუნდი მეორე ევრო–აფრიკულ ჯგუფში გადავა. 


ყველა ახალი ამბავი
0