თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის ტერიტორიაზე შესული პირების შესამოწმებლად დამატებითი ზომების მიღების საკითხს განიხილავს, უცხოეთის მოქალქეები შესაძლოა ვალდებულები გახდნენ, გაამჟღავნონ სოციალური ქსელების პაროლები, სატელეფონო კონტაქტები და ფინანსური მონაცემები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Wall Street Journal-ზე დაყრდნობით.
გამოცემა, თავის მხრივ, პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლებს ეყრდნობა.
ამას გარდა, აშშ-ში თუნდაც მცირე ხნით შესვლის მსურველებს შესაძლოა მოუწიოთ პასუხი გასცენ შეკითხვებს თავიანთი მსოფლმხედველობის შესახებ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი წესები ყველა ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ, მათ შორის, ისეთი მოკავშირეებისასაც, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია.
„თუ აშშ-ში შემოსვლის მსურველი პირის განზრახვების მიმართ ეჭვი არსებობს, მათ უნდა შეძლონ დაგვიმტკიცონ, რომ ქვეყანაში კანონიერ საფუძველზე შემოდიან“, — განაცხადა უსაფრთხოების მინისტრის მთავარმა მრჩეველმა ჯინ ჰამილტონმა.
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მხარს უჭერს ვიზის მიღების მსურველებთან საელჩოებში გასაუბრების დროის გახანგრძლივებასა და იმ პირთა სიის გაზრდას, რომლებსაც კიდევ უფრო სერიოზული შემოწმება ეკუთვნით უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ამერიკის ხელისუფალთა ინიციატივების სრული სია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.