თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში შეიქმნება ისტორიის განმავლობაში ყველაზე ძლიერი არმია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ იმედი აქვს, ამ არმიის გამოყენება აშშ-ს არ მოუწევს.
"არმიის მშენებლობა — ეს ისაა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. და ჩვენ იმაზე ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. იმედი მაქვს, მისი გამოყენება არ მოგვიწევს", — განაცხადა დონალდ ტრამპმა გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, სწორედ ასეთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.