თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს

© Sputnik / Alexander Imedashviliთსუ–ის პირველი კორპუსი
თსუ–ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასაქმების ფორუმში მონაწილეობენ მომსახურების, დაზღვევის, მედიცინის, ფარმაციის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები.

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასაქმების ფორუმში 70–ზე მეტი კერძო და საჯარო ორგანიზაცია მონაწილეობს – სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლის, კარიერული ზრდისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
თსუ-ის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საკოლექციო მონეტებს გამოუშვებენ

ფორუმში მონაწილეობენ საბანკო და საფინანსო, მომსახურების, დაზღვევის, მედიცინის, ფარმაციის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები, ასევე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ორგანიზაციები, სამინისტროებისა და სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, აღნიშნულია თსუ–ის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, უჩვენონ მათ თავისი ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია დამსაქმებლის მოთხოვნების შესახებ შრომის ბაზარზე.

ავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. მისი დამფუძნებლის — ივანე ჯავახიშვილის სახელი მას 1989 წელს მიენიჭა.

ყოველწლიურად თსუ–ში დაახლოებით 200 ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. ის ქვეყნის ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელშიც ამჟამად 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.


ყველა ახალი ამბავი
0