თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ჟურნალმა National Geographic გამოაქვეყნა ორიგინალური სტატია სახელწოდებით „სად უნდა წახვიდეთ, თუ ზომბებით ხართ შეპყრობილი“, სადაც რჩევას იძლევა, რომ საშიშროების შემთხვევაში გადარჩენა საქართველოს მაღალმთიანეთში ეძებოს.
ზომბების შესახებ ფილმების, წიგნებისა და ვიდეოთამაშების მოყვარულებისთვის რეკომენდებული ადგილების ექვსეულშია უშგული, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.
„ზომბებით ნამდვილად შეპყრობილი ნებისმიერი ენთუზიასტი დროს კარგავს იმაზე ფიქრში, რომ თუ ეს ისტორიები ოდესმე ახდება, სად წავიდეს. ზოგი მაღალ პენტჰაუსს ირჩევს, ზოგს შეუძლია, ზღვისკენ გაემართოს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ტყეში მოშორებით მდგარ ქოხს ირჩევს. თითოეულ ასეთ ადგილს თავისი ღირსება აქვს, მაგრამ საქართველოში სვანეთის კოშკებს ყველა მათგანის დამარცხება შეუძლია“, – წერს National Geographic.
უშგულში 200–ზე მეტი მტკიცედ ნაგები კოშკია. მათი სიმაღლე 20–25 მეტრს აღწევს. სვანური კოშკები დიდი ხანია, ამ კუთხის სავიზიტო ბარათი გახდა.
სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაშია შესული.