15 ათას ლარად შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირებისას შუაზე გადატყდა

© FB / Bachu AnanidzeМагнолию перевозят в Уреки
Магнолию перевозят в Уреки - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის გამო დაიკეტა ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა. ის ხის დაჭრისა და ტერიტორიიდან გატანის შემდეგ გაიხსნება.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სოფელ ნატანებში 250 წლის წიფელი, რომელიც დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას შუაზე გადატყდა, იუწყება გამოცემა გურიის მოამბე"

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
მილიარდერი და ხეები: ივანიშვილი დენდრარიუმს სკანდალის ფონზე აშენებს

გამოცემის ინფორმაციით, წიფელი საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ნატანებელი პედაგოგისგან 15 ათას ლარად შეიძინა.

მომხდარის გამო დაიკეტა ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა. ის ხის დაჭრისა და ტერიტორიიდან გატანის შემდეგ გაიხსნება.

ამ წუთებამდე ადგილზე მუშაობენ კომპანის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ. სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივებიც.

რა გახდა ხის დაზიანების მიზეზი უცნობია.

ახალ დენდროპარკში, რომლის მოწყობა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ურეკში ხორციელდება, 50 უნიკალური სახეობის ხის გადარგვა იგეგმება. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული, აქედან ორი ჰექტარი გიგანტური ხეებისთვისაა გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0