ხანძრის შდეგად 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

© photo: Sputnikხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახანძრო და სამაშველო ბრიგადებმა სახლში მარტო მყოფი მოხუცი ვერ გადაარჩინეს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა ზუგდიდში საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს.

ხანძარი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ზუგდიდში, ერევნის ქუჩაზე გასულ ღამეს საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები გამოძახებისთანავე მივიდნენ ადგილზე, მათ ბონდო გობეჩიას გადარჩენა ვერ შეძლეს.

ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არ იმყოფებოდა გარდაცვლილის შვილი.

დაზარალებულის ახლობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0