სომხეთის პარლამენტში ბიულეტენების 75%-ის დათვლის შედეგებით ოთხი პოლიტიკური ძალა შედის

© photo: Sputnik / Алина Старостина / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ცხრა პარტია მონაწილეობს, რომელთაგან მხოლოდ ორი ემხრობა დასავლეთთან ურთიერთობების გაღმავებას.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა ბიულეტენების 75%, რომლის შედეგებითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პოლიტიკური ძალა შედის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ლიდერობს რესპუბლიკური პარტია ხმების 49,32%-ით. ოპოზიციურმა ბლოკმა „ელქმა“ შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა და ამ დროისათვის ამომრჩეველთა ხმების 7,39% აქვს მოგროვებული.

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბლოკი „ცარუკიანი“, რომელსაც სომხეთის უმდიდრესი ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი უდგას სათავეში, ამ ეტაპზე 27,67 %-ით მეორე ადგილზეა, ხოლო პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ 6,74%-ის აღება შეძლო.  

სულ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ცხრა პარტია მონაწილეობს, რომელთაგან მხოლო ორი ემხრობა დასავლეთთან ურთიერთობების გაღმავებას. ესენია პარტია „ელქი“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი, ხოლო ბლოკებმა 7%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ.

შეგახსენებთ: ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია სომხეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა. ასევე პირველად ქვეყნის ისტორიაში, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0