სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnikსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთში გაიხსნა საარჩევნო უბნები, მოსახლეობა მეექვსე მოწვევის ნაციონალური კრების წევრებს ირჩევს.

თბილისი, 2 აპრილი-sputnik. საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ქვეყანა გადადის მართვის საპარლამენტო ფორმაზე, გადმოგვცემს sputnik Армениа.

პირველად სომხეთის ისტორიაში, ხმის მიცემა ხდება მხოლოდ პროპორციული სისტემით და დაშვებულია მეორე ტური.

არჩევნებში მონაწილეობს ცხრა პოლიტიკური ძალა, ხუთი პარტია და ოთხი ბლოკი-სომხეთის რესპუბლიკური პარტია, კომუნისტური პარტია, დაშნაკცუტუნის სომხური ფრონტი, "თავსუფალი დემოკრატები", "სომხური აღორძინება"; ასევე ბლოკები-"ელკი" ("გამოსავალი"), "კონგრესი-ნპა", "ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი" და "ცარუკიანი". პარტიებმა უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი, ბლოკებმა 7%-იანი.

ეჩმიაძინი - Sputnik საქართველო
საქართველოში სომხეთის მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მიცემას ვერ შეძლებენ

პოლიციის მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 564 195-ია. კანონმდებლობით, ნაციონალური კრების მანდატების ზუსტი რაოდენობა განსაზღვრული არ არის. რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის პარლამენტში უნდა იყოს არა ნაკლებ 101 დეპუტატი. ამ ეტაპზე მათი რაოდენობა 131-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, არჩევნების შედეგებით სადეპუტატო კორპუსი 105-140 ადამიანით განისაზღვრება, რაც დაკავშირებულია რესპუბლიკის საარჩევნო სისტემის თავისებურებასთან.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში სომხეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

არჩევნებს დააკვირდება 49 ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის 28 027 დამკვირვებელი და 640-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი- ევროკავშირიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, დსთ-დან, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეიდან და ევროპარლამენტიდან.

ყველა ახალი ამბავი
0