თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მათ შორის, თბილისში ცხოვრობენ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ სომხეთის ცესკოს პრეს-მდივანმა ერმინე არუთინიანმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.
„სომხეთის საზღვრებსგარეთ საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხმის მიცემას მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები შეძლებენ, ისიც მხოლოდ ელექტრონული ხმის მიცემით“, — განაცხადა ერმინე არუთინიანმა.
აღნიშნული წესი 1999 წლიდან მოქმედებს, განმართა ცესკოს წარმომადგენელმა.
ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 31 მარტს დასრულდება. პოლიციის ინფორმაციით, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 564 734 ადამიანია. არჩევნებში ცხრა პოლიტიკური ძალა — ხუთი პარტია და ოთხი ბლოკი მონაწილეობს.