საქართველოში 2 ბოთლ ლუდში ინდოელ ტურისტებს 3636 ლარი გადაახდევინეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამმა ტურისტმა სტრიპტიზ-კლუბის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი უკვე შეიტანა. მათი სიტყვებით, ისინი გამოძალვის მსხვერპლი გახდნენ.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ინდოელი ტურისტებს თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში სტუმრობა 3636 ლარი დაუჯდათ, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

სამმა ტურისტმა სტრიპტიზ-კლუბის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი უკვე შეიტანა. მათი სიტყვებით, ისინი გამოძალვის მსხვერპლი გახდნენ.

როგორც ტურისტები აცხადებენ, ისინი ღამის კლუბს 31 მარტს ეწვივნენ, სადაც 10 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ. მათ ორი ბოთლი ლუდი შეუკვეთეს, თუმცა, მიმტანმა ლუდის ნაცვლად მათ შამპანურიც მიუტანა, რომელიც, მათი მტკიცებით, არ შეუკვეთავთ. პარალელურად კი კლუბის თანამშრომლებმა მათი ვიდეოკამერით გადაღება დაიწყეს. ტურისტები მიხვდნენ, რომ რაღაც წესრიგში არი იყო და ანგარიში მოითხოვეს, სადაც 3636 ლარი იყო მითითებული.  

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით საბინაო თაღლითობა აღკვეთეს

მას შემდეგ, რაც ტურისტებმა გააპროტესტეს აღნიშნული თანხის ოდენობა, ისინი ცალკე ოთახში გაიყვანეს, პირადი ნივთები, მათ შორის, 200 ლარი და 500 რუპია წაართვეს, ხოლო ბარათიდან 3636 ლარი მოუხსნეს. ამის შემდეგ კლუბის თანამშრომლებმა მათ დაუბრუნეს პირადი ნივთები და გაუშვეს.

საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს გიდიც, რომელიც ტურისტებს ახლდა თან.

ღამის კლუბის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. კლუბთან ახლოს მდებარე მაღაზიების გამყიდველების განცხადებით, მათ არაერთხელ დაუნახავთ კლუბიდან გამოსული უკმაყოფილო ტურისტები. ისინი უკმაყოფილო იყვნენ არა მარტო კლუბში არსებული ფასებით, არამედ შენობის შიგნით მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მუშაობით, რომელიც ტურისტებს ძალიან დაბალი კურსით უცვლის ლარს.

ინდოელმა ტურისტებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0