საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა

© photo: Sputnik / Yuliya Chestnova / გადასვლა მედიაბანკშინუკრი რევიშვილი
ნუკრი რევიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკლუბოდ დარჩენილმა ნუკრი რევიშვილმა კონტრაქტი გააფორმა თბილისის "დინამოსთან", რომელიც ადრე დატოვა.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოს" კვლავ დაუბრუნდა, იუწყება დედაქალაქის კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი.

30 წლის მოთამაშემ გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით ორი წლით გააფორმა. ფინანსური მხარე არ ხმაურდება. რევიშვილი თბილისის "დინამოში" "მორდოვიიდან" მას შემდეგ გადმოვიდა, რაც სარანის კლუბმა რუსეთის ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი ლიგა დატოვა.

კახაბერ კაჭარავა - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამოს“ სათავეში კახაბერ კაჭარავა ჩაუდგა

საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის დასასრულს რევიშვილმა თბილისის "დინამოს" დატოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ კლუბმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროთასების ზონაში მოხვედრა ვერ შეძლო. მეკარემ ის გარემოებაც ახსენა, რომ კლუბში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ორიენტაცია ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდება.

კლუბის გარეშე დარჩენილმა რევიშვილმა წინადადება მოლდოვას "დაჩიისგან" მიიღო, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კარიერის დიდი ნაწილი რევიშვილმა რუსეთის ჩემპიონატში გაატარა. მის სიაში შემდეგი გუნდებია: "რუბინი", "ანჟი", "კრასნოდარი", "ტოსნო" და "მორდოვია".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევიშვილმა 29 მატჩში ითამაშა, უკანასკნელი ივნისში გამართული ესპანეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი იყო, რომელიც ქართველი ფეხბურთელების მოგებით 1:0 დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0