თბილისის „დინამოს“ სათავეში კახაბერ კაჭარავა ჩაუდგა

© ФК "Динамо" Тбилисиკახაბერ კაჭარავა
კახაბერ კაჭარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახაბერ კაჭარავა თბილისის „დინამოს“ სეზონისწინა მზადებას გააგრძელებს, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. კახაბერ კაჭარავა თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იუწყება დედაქალაქის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამ პოსტზე კაჭარავამ უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი შეცვალა, რომელმაც კლუბი რამდენიმე დღის წინ ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე დატოვა.

კაჭარავამ „დინამოს“ ხელმძღვანელობასთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია. ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება თურქეთიდან კლუბის დაბრუნების შემდეგ მოხდება.

ვიაჩესლავ გროზნი - Sputnik საქართველო
ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

50 წლის ქართველი სპეციალისტი თბილისის „დინამოს“ სათავეში თავისი კარიერის განმავლობაში მესამედ ჩაუდგება. კლუბის შტაბში 2006 წელს მოსვლის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მისი მთავარი მწვრთნელი იყო. მეორედ კაჭარავა თბილისის კლუბის საჭეთმპყრობელი 2009 წელს გახდა და გუნდთან ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდა.

თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ კაჭარავა წვრთნიდა „ზესტაფონს“, საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებს და „ცხინვალს“.


ყველა ახალი ამბავი
0